სამართალდამცველი, რომელიც ლისის გზაზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანით მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია
პოლიციელი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სამართალდამცველი დღეს დილით დააკავეს.
მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოზარდი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.