სამართალდამცველებმა სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლეობაში ბრალდებული პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლეობაში ბრალდებული პირი დააკავეს

თელავის მუნიციპალოტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ფეიზულა მამედოვი, ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა დღეს, სოფელ ყარაჯალის ცენტრში მოხდა. თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. მომხდარს წარსულში, მხარეებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.