სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულია, სავარაუდოდ, ორი პირი, თუმცა, მისივე თქმით, ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.
იქამდე საპატრულო პოლიციის უფროსმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ. როგორც სირაძემ აღნიშნა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არ იყო საჭირო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.