სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად.

აქციის მონაწილეებთან მისულმა შსს-ს წარმომადგენელმა მათ განუმარტა, რომ კანონის თანახმად, დაუშვებელია გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა იმ შემთხვევაში, როდესაც მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს ამას, ასევე, დაუშვებელია ავტომანქანით და სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ასევე გაათავისუფლოთ ჭავჭავაძის გამზირი და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან. გეძლევათ 15-წუთიანი ვადა, მიიღოთ ყველანაირი ზომა, რომ გაათავისუფლოთ ტრანსპორტის სავალი ნაწილი“, – განუცხადეს სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს.