სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს
პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მანამდე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.
ამ წუთებში აქციაზე ისმის შსს-ს ხმოვანი სიგნალი. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად, სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.