სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე ორივე აქციის მონაწილეებთან აწარმოებენ კომუნიკაციას, რათა მათ უსაფრთხოდ დატოვონ ტერიტორია
სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე ორივე აქციის მონაწილეებთან აწარმოებენ კომუნიკაციას, რათა მათ უსაფრთხოდ დატოვონ ტერიტორია.
ამასთან, პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები პოლიციისგან ითხოვენ, რომ მათი უსაფრთხოდ გაყვანის მიზნით, რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანონ და მათი დახმარებით დატოვონ ტერიტორია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის გააკეთა განცხადება, რომ რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.