სამართალდამცველები 18 პუნქტს აკონტროლებენ, საიდანაც ქუთაისში მოხვედრა არის შესაძლებელი
სამართალდამცველები 18 პუნქტს აკონტროლებენ, საიდანაც ქუთაისში მოხვედრა არის შესაძლებელი

ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ გზაზე ერთ-ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი არის მოწყობილი. ამ მონაკვეთიდან ქუთაისში შესვლა შესაძლებელია სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებიდან. ადგილზე გაშლილია კარავი, ტერიტორიაზე განლაგებული არიან სამართალდამცავველები, საპატრულო ეკიპაჟები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

კონტროლი გამკაცრებულია იმისთვის, რომ გადამოწმდეს ყველა ავტომანქანა, არის თუ არა დაცული კარანტინის რეჟიმისას გაცემული რეკომენდაციები. ასევე, ხდება მგზავრთა თერმოსკრინინგი.

შსს-ში აცხადებენ, რომ კონტროლდება ქუთაისის ყველა შესასვლელ-გასასვლელი. სულ 18 საკონტროლო პუნქტია გახსნილი, საიდანაც ქუთაისში მოხვედრა არის შესაძლებელი.