სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი თანამშრომელი დააკავეს
სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თ.ღ. და მისი თანამშრომელი დააკავეს. საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესო ფარცვანია.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, თ. ღ. მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურებრივი „ტოიოტა პრადოს“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდა. როგორც ცნობილია, მანქანაში უაქციზო სიგარეტი აღმოჩნდა.
საქმე უკვე გადასცეს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ პოლიციას.