სამართალდამცავებმა ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში, რვა შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი
სამართალდამცავებმა სვანეთში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში შვილები სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.
მიმდინარე წლის დასაწყისში მედიით ცნობილი გახდა, რომ მამას სვანეთში რვა შვილი წლები სახლში გამოკეტილი ჰყავდა. შვილების ასაკი 7-დან 21 წლამდეა. ბავშვებს სკოლასა და ბაღში არ უვლიათ.