სამართალდამცველებმა ახალციხეში სხვადასხვა ბარიდან 50-მდე ქალი პოლიციაში გადაიყვანეს
სამართალდამცველებმა ახალციხეში სხვადასხვა ბარიდან 50-მდე ქალი პოლიციაში გადაიყვანეს

სამართალდამცველებმა ახალციხეში სხვადასხვა ბარიდან 50-მდე ქალი პოლიციაში გადაიყვანეს.

როგორც ერთ-ერთ ბარში განმარტავენ, მათთვის უცნობია, რა მოტივით მოხდა ბარში მომუშავე პერსონალის გადაყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტზე სსკ-ის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, გამოკითხავენ ბარის დროებითი მფლობელებს და იქ დასაქმებული ქალბატონებს.