სალუქვაძე და მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდნენ | მინსკი 2019
სალუქვაძე და მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდნენ | მინსკი 2019

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელებმა ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა ნახევარფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილი დაიკავეს და ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვეს.

ქართულმა წყვილმა საბოლოოდ 377 ქულა დააგროვა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ფინალში გამსველ მეოთხე ადგილს.

მედლებისთვის რუსეთი, სერბეთი, გერმანია და ბელარუსი იბრძოლებენ.