სალოტბარო სკოლების პედაგოგთა ტრენინგი დაიწყო
სალოტბარო სკოლების პედაგოგთა ტრენინგი დაიწყო

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში სალოტბარო სკოლების პედაგოგთა ტრენინგი დღეს დაიწყო.

სამი დღის განმავლობაში 32 სალოტბარო სკოლის ყველა პედაგოგი გადამზადებას გაივლის. მონაწილეები ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობის, სოლფეჯიოსა და ბავშვთა ფსიქოლოგიის თემატურ ლექციებს დაესწრებიან.

ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლები 32 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, სადაც ათასზე მეტი ბავშვი ქართულ მრავალხმიანობას უსასყიდლოდ ეუფლება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.