საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიტბორა ათობით სახლი. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქის დასავლეთ ნაწილი დააზარალა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
საგანგებო სამსახურებმა 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.
წყალდიდობის გამო, სალონიკის ერთ-ერთ რაიონში ორი მძღოლი ბლოკირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა წყლიდან დამოუკიდებლად გამოსვლა შეძლო, მეორეს კი, მაშველების დახმარება დასჭირდა.