სალონიკის მერს თავს დაესხნენ. იგი ნაციონალისტებმა სცემეს და ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური ცნობებით, 75 წლის იანის ბუატარისს ტრავმები თავის არეში ფეხით და სხვადასხვა მყარი საგნებით აქვს მიყენებული.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ანტინაციონალისტური განცხადებებით ცნობილი სალონიკის მერი პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ მოკლული ბერძნების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.
თვითმხილევლთა თქმით, 75 წლის მერს ათზე მეტი კაცი სცემდა. ზოგიერთი მას თავში ფეხს ურტყამდა, ასევე ისროდნენ შუშის ბოთლებსაც. თავდამსხმელების შეჩერება დაცვის წევრებმა შეძლეს.
მერზე თავდასხმა ბერძენმა პოლიტიკოსებმა მკაცრად დაგმეს. მკაცრი განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც, მისი თქმით, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.