სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.
მხარეებმა მოდლოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ.
საუბარი ასევე შეეხო კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციას.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტი სანდუ საქართველოში დაპატიჟა.