საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 93 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი. საკითხი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გამოიტანა.
სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ის იკავებდა დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს.