სალომე ზურაბიშვილს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, შემწირველთა შორის არიან კახა კალაძე და ალექსანდრე ივანიშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. მონაცემებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი შესწირა და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი 45 000 ლარის ოდენობის შეწირულობით.
ფულადი შეწირულობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა, 60-60 ათასი ლარი ზურაბიშვილს შემდეგმა მოქალაქეებმა ჩაურიცხეს: ბონდო ომიანიძე, გიორგი გველესიანი, დავით შენგელია, გიორგი ქსოვრელი, ირაკლი ცეკვაშვილი, სერგო გალუსტიანი, გიორგი თანანაშვილი, ნიკა მერაბიშვილი, ვლადიმერ სრეფანიანი, ავთანდილ გულიკაშვილი.