სალომე ზურაბიშვილს მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე კირა მიქელაძე ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის, მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე კირა მიქელაძე ესტუმრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კირა მიქელაძემ სალომე ზურაბიშვილს წარმატებული პრეზიდენტობა უსურვა და დიდი პატივისცემის ნიშნად მხატვრის კატალოგი უსახსოვრა.