სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფა ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვგლოვობთ დაკარგულ სიცოცხლეს და ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. ამ რთულ დროს საქართველო ყაზახი ხალხის გვერდით დგას“, – ნათქვამია საქართველო პრეზიდენტის განცხადებაში.
ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საცხოვრებელი შენობა ცარიელი იყო. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. 66 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ყაზახეთის პრეზიდენტმა 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.