სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
„ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით.
თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც არ უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც 2010 წელს დაიღუპნენ და ყველას, ვინც ავღანეთში დავკარგეთ. მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო უმცროსი სერჟანტის, დავით ცეცხლაძის, რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის და გიორგი კოლხიტაშვილის ოჯახებს, რომლის ოჯახის წევრებიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ყველას ვინც დღეს ჩვენ შეხვედრას ესწრება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.