სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 9 057 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.