სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტი ხვალ, საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს.
მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელმოწერების გამო, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანო სიითი უმრავლესობით მხარს არ დაუჭერს. თუმცა, ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.