სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელებთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელებთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი.

„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოჰყვება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.