სალომე ზურაბიშვილმა რუხის ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა
სალომე ზურაბიშვილმა რუხის ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

სალომე ზურაბიშვილი ცენტრში ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებმაც პრეზიდენტს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.