საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი დატოვა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, კონკრეტულად რა საკითხებზე იყო საუბარი მმართველი პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.
შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
„ქართული ოცნების“ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მსჯელობენ. შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის კომენტარებიც გაკეთდეს.