სალომე ზურაბიშვილმა პოეტ მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
სალომე ზურაბიშვილმა პოეტ მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოეტ მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავგანწირვისთვის​ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა პოეტ მიხა ხელაშვილს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხა ხელაშვილის ეროვნული ორდენი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

მიხა ხელაშვილი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობდა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.

გავრცელებული ვერსიით, ის საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულებმა.