საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტს წლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის უწყებაში გამოსვლის თარიღს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათანხმებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოდიან. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა ათ წუთს არ უნდა აღემატებოდეს. გამოსვლების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვა თქვას.
გასულ წელს პრეზიდენტმა პარლამენტს 9 აპრილს მიმართა.