სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე – 12 მუხლის მე – 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.
სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები, 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.