სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელს რუსული სოფელი უწოდა
მიუღებელია, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე – აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ, რუსული სოფელია ჩემს კართან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი არცერთ სხვა ქვეყანაში არ იქნებოდა გამართული.
„მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე – აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი. არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. არცერთ სხვა ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.