საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა.
„გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში დღეს განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.