სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას გიორგობა მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა.
სალომე ზურაბიშვილი გიორგობის სადღესასწაულო წირვას ქედაში, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
„მინდა, სრულიად საქართველოს სოფელ ზვარედან მივულოცო გიორგობა. შეგეწიოთ მისი მადლი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.