სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე, აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები, დავით ბერიაშვილი და და-ძმა – გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.