სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ მუსხელიშვილი სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, მიხეილ მუსხელიშვილი ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პირველი „ქართულ-ევროპული მოძრაობის“ დაარსებისა და ევროპულ უნივერსიტეტებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებისთვის დაჯილდოვდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მისი ძმის შვილისშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულ მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიხეილ მუსხელიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.