საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკრების მემორიალი, ასევე პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული იუნკრების მემორიალური დაფა და პატივი მიაგო 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების ხსოვნას.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და, სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.