საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი.
„მინდა, რომ დავლოცო დღევანდელ დღეს ისრაელის ყველა მეგობარი, ისრაელის მაცხოვრებლები. ისრაელის დამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ისრაელის თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება. თქვეს რეგიონში მშვიდობა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის მსოფლიოს მშვიდობა, ამიტომ მინდა, დაგლოცოთ ყველანი, ღმერთი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.