სალომე ზურაბიშვილმა ილია დარჩიაშვილთან ქვეყნის საგარეო მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი.
„საკითხი შეეხო ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით. შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.