სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო და ლიეტუვა მტკიცე პარტნიორები არიან.

„ვულოცავ გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად არჩევას. საქართველო და ლიეტუვა მტკიცე პარტნიორები არიან და ველოდები ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას, რათა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე კავშირი, კიდევ უფრო ძლიერი გახდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 მაისს შედგა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა.