საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდნენ და პლენარულ სხდომას დაესწრნენ.
ამასთან, გრძელდება კონსულტაციები ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც იგეგმება.
📌 მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების…
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Tuesday, April 27, 2021