სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ნაკრების წარმომადგენლების ნაწილი არ დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ხელმოწერილი განკარგულებიდან გახდა ცნობილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღირსების ორდენზე 53 ადამიანი წარადგინეს, მათგან 19 პრეზიდენტმა არ დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი ორდენით აჯილდოებს საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-ვე წარდგენილ ფეხბურთელს. ესენი არიან: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ჯილდო ნაკრების რვა მწვრთნელიდან ხუთმა მიიღო. დაჯილდოვდნენ – ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ფაბიენ ბოსუე. ხოლო ღირსების ორდენი ვერ მიიღეს ირაკლი ჩიტაურმა, ლევან ზამთარაძემ და დევით ვებიმ.

რაც შეეხება ფედერაციის წარმომადგენლებს, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე. ხოლო არ დაჯილდოვდნენ ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე უარი უთხრა ეროვნული ნაკრების პერსონალს: გიორგი კაციტაძეს, ვლადიმერ დვალიშვილს, დავით ხარაბაძეს, გიორგი ჩანგელიას, მიხეილ აბრამიშვილს, გიორგი ბჟალავას, თენგიზ გულბიანს, გიორგი ქოჩლაძეს, გრიგოლ ლეჟავას, გელა გუჩუას, გიორგი დუღაძეს და კონსტანტინე თედელურს.