სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფება განიხილეს.
აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და მისი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელვანია, რომ აქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.
შეხვდრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.