სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს წიგნი „რელიგიები საქართველოში“ საჩუქრად გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წიგნი „რელიგიები საქართველოში“ საჩუქრად გადასცა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს.
ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება. დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში“ გადაეცა.