სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა.
დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისთვის.