სალომე ზურაბიშვილმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალი მსჯავრდებულია.