საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაქოში იმყოფება. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, სალომე ზურაბიშვილი დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში, რომლის თემაა „საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანიდან დღეს დაბრუნდება და ევროპის მოედანზე აქციაში მიიღებს მონაწილეობას.