სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„თქვენი ხელახლა არჩევა საქართველო-პოლონეთის მტკიცე ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობაა. ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპის, ნატო-სა და ჩვენი ისტორიული კავშირების მიმართულებით“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაიმარჯვა. დუდას ხმათა 51.21 პროცენტი, ხოლო მის ოპონენტ რაფალ ტშასკოვსკის 48.79 პროცენტი აქვს.