საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რვა თავისუფლებააღკვეთილი და სამი პირობით მსჯავრდებული შეიწყალა.
ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის ერთი ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია.