სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან
სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს.

პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის მეოთხე წლიური ანგარიში იქნება.