სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, შესაძლოა, ნიკა გილაური იყოს
სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, შესაძლოა, ნიკა გილაური იყოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, შესაძლოა, ნიკა გილაური იყოს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ნიკა გილაური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ნიკა გილაურს 2009 წლიდან 2012 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2007-2009 წლებში გილაური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.