სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას - მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა
სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას - მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

კერძოდ, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, ეს არის მთავარი შეკითხვა და როგორ უპასუხებთ ამას?“

სალომე ზურაბიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ბრიფინგის გამართვამდე, სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.