სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ვადის გაგრძელებას მიესალმება 
სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ვადის გაგრძელებას მიესალმება 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას  გარდაცვალების საქმეზე ვადის გაგრძელებას მიესალმება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე გენერალური პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.